logo_geo
eng_logo
გიროგი კვირიკაშვილი: ივანიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესში დადებითი იქნება
- +

16 აპრილი. 2016. 10:51


„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი კარგი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთს გააკეთებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცეში დადებითად აისახება მოვლენებზე.

 

„მე ძალიან ბევრჯერ მქონია დებატები მასთან არაერთ საკითხზე და ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ეს არასდროს არ ყოფილა უარყოფითად მიღებული. მე ვფიქრობ, რომ მისი ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესში იქნება დადებითი, ის „ქართული ოცნების" დამფუძნებელია, მას აქვს იმის მორალური უფლება, რომ გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, გამოხატოს მხარდაჭერა. მას ამას ვერავინ აუკრძალავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner