logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: თვით „რუსთავი 2"-ის „გამომძიებლებიც" რომ ვერ მიაკვლიეს მის კორუფციას - ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს!
- +

22 ოქტომბერი. 2017. 22:43


ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ნარმანია იყო პატიოსანი (ზედმეტად), წესიერი და გულწრფელი ადამიანი. რაც მან შეძლო იმ საბოტაჟში, რევოლუციური კადრებისა და პორტირებული თუ არაპორტირებული „ნაციონალების" გადამკიდემ, მართლა მისასალმებელია. „პროვინციალიზმი" მის დამცინავებში უფრო სჭვიოდა, ვიდრე მასში. „ვირიშვილო მაიმუნო" თქვაო... ( პროფესიონალ გარეწარს და პროვოკატორს უწოდა) მეტი წამოსაძახებელი რომ არაფერი რჩება, თვით „რუსთავი 2"-ის „გამომძიებლებიც" რომ ვერ მიაკვლიეს მის კორუფციას ან მოულოდნელ „გამდიდრებას", უკვე ყველაფერზე მეტყველებს...

 

ჩემთვის არც სახლი გადაუხურავს და არც რაიმე გაურემონტებია, არც სოც თუ სამედიცინო დახმარებით მისარგებლია და საერთოდ, მერიის კარი არ შემიღია არცერთხელ. ერთხელ მყავს სულ ნანახი თბილისის ზღვაზე, კამერების გარეშე, ხეების დარგვაში მოგვეხმარა ფიზიკური შრომით და ეგაა... წარმატებას ვუსურვებ დათოს ოჯახთან ერთად", - წერს თოფურია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner