„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არ შეიძლება მუდმივად შენი წარუმატებლობები ხალხს გადააბრალო. როცა ათჯერ წააგებ არჩევნებს ნამუსმა უნდა შეგაწუხოს და შენი თავიც უნდა დაადანაშაულო ამ ყველაფერში. გაკოტრებულო პოლიტიკოსებო უნდა მიხვდეთ რომ ქართველი ხალხის ვერდიქტი თქვენს მიმართაა: წადით სახლში, წერეთ მემუარები და ასპარეზი დაუთმეთ ახალ ძალებს", - წერს მჟავანაძე.