logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია „ნაციონალებს“: შიში ჰქონდეთ თქვენს რეჟისორებს, ოპერატორებს, გამავრცელებლებს, ადრე თუ გვიან გამოათრევენ და ჩამოათრევენ
- +

16 აპრილი. 2016. 10:00


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ქანთარია პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანას ითვალისწინებს, მთლიანად პრობლემას ვერ მოხსნის და ემსახურება იმას, რომ რაღაც გამოსავალი ინახოს.



ქანთარიამ პირადი ცხოვრებაში ამსახველი კადრების გადაღებაში და გავრცელებაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.



მთლიანად ვერ მოვხსნით, მაგრამ მაინც გარკვეული შიში ჰქონდეს იმ თქვენს რეჟისორებს, ასისტენტებს, ოპერატორებს თუ გამავრცელებლებს, რომ ადრე თუ გვიან, ნამდვილად რომ მიუკაკუნებენ, გამოათრევენ და ჩამოათრევენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფრო მეტხანს ყოფნის საშუალება მიეცეთ. არავინ ამბობს იმას, რომ ეს საბოლოოდ გააქრობს იმ მადას, რომელიც თქვენს კოლეგებს, გაბნეულს სხვადასხვა ქვეყანაში, აქვთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დოკუმენტური ფილმების" სტუდიის დირექტორი ოდესაშია.

წლების წინ, სასტიკ საქართველოში" ადამიანებს მოუვიდათ თავში, რომ ხალხის მართვა გაცილებით იოლია ბოთლებით, ცოცხებით... მაგრამ, მათ მოუვიდათ თავში, რომ გაცილებით უკეთესია, თუ აჩვენებთ კადრებს ადამიანს და ეტყვით, აი, რაც აქ არის, ის მოგივა შენ ან შენი ოჯახის წევრებს, ან რაც გაგიკეთებია, ამას გამოვიტან საჯაროდ, თუ შენ ალიკაპს არ აიკრავ. საკმაოდ კარგად ასრულებდით ამ მოვალეობებს და შეიქმნა მართლაც მთელი ინდუსტრია ერთი მხრივ, საშინელებათა და მეორე მხრივ პორნოინდუსტრია", -განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner