logo_geo
eng_logo
შსს-მ ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

23 ოქტომბერი. 2017. 10:43



შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ა.ა. ნინოწმინდის რაიონის სოფელ კონდურაში დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ ნინოწმინდაში, ერთ-ერთი ლომბარდიდან მობილური ტელეფონი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნაქურდალი ტელეფონი, ხოლო  სახლის ეზოდან - არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.


ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის II ნაწილით და 177-ე მუხლის I ნაწილით).







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner