logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ირანის ბირთვული პროგრამის გადასაჭრელად გერმანიისა და საფრანგეთის დახმარება არ გვჭირდება
- +

23 ოქტომბერი. 2017. 12:23



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ „Fox News"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გადასაჭრელად გერმანიისა და საფრანგეთის დახმარება არ სჭირდება.


ტრამპის განცხადებით, ევროპელ მოკავშირეებს, გერმანიას და საფრანგეთს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ ირანთან ბირთვული გარიგების დადება, ვიდრე ამერიკა თეირანის ბირთვული პროგრამის პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.


„ისინი ჩემი მეგობრები არიან. მე საერთო ენას ვპოულობ ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან. მინდა მათ ვუთხრა, მშვიდად გააგრძელონ საქმეები. არ ინერვიულოთ. ამ საქმეში არ გვჭირდებით", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.


13 ოქტომბერს ირანთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის გაჟღერებისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესს 60 დღეს აძლევს თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად გადაწყვეტილების მისაღებად.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner