logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილმა დისტანცირება არჩია
- +

23 ოქტომბერი. 2017. 15:32


 

„ალბათ, არავისთვის არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „tv-პირველის" ეთერში განაცხადა. კითხვაზე - ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის არააქტიურობა ნიშნავს თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებლად გაიმარჯვა, - მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერმა ამ ეტაპზე პროცესებისგან დისტანცირება არჩია.


„ბატონი ბიძინა ამ არჩევნებში მაინცდამაინც არ ჩაერია. არ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, რათა ასეთი კითხვები გამორიცხულიყო. ეს ადამიანი წავიდა პოლიტიკიდან. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, რა მოხდა მისი ხელმძღვანელობით 2012 წელს, როგორი მხარდაჭერა იყო მისი და როგორი განმსაზღვრელი იყო ყველა მომდევნო არჩევნების განმავლობაში, თუმცა ამ შემთხვევაში მან დისტანცირება არჩია. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის აგრძელებს თავის ძალიან წარმატებულ მოღვაწეობას, მათ შორის საქველმოქმედო საქმიანობას, ინვესტიციებს, რაც ძალიან ადგება ჩვენს ქვეყანას. ბუნებრივია, მისი ფაქტორი ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტია „ქართული ოცნება" არის შემდგარი პარტია, რაც ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო უპირველესად და ახლა ცდილობს, პარტიამ თავისით, ყოველგვარი დამატებითი არგუმენტების გარეშე შეძლოს მომავალი წარმატებების უზრუნველყოფა და ამისი გარანტია, ვფიქრობ უკვე არსებობს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner