logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: ჟურნალისტებო! არ გრცხვენიათ? არცერთი კითხვა პრემიერს კულტურაზე!
- +

16 აპრილი. 2016. 11:18


„ჟურნალისტებო! არ გრცხვენიათ? არცერთი კითხვა პრემიერს კულტურაზე!" - ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე პრემიერ-მინისტრისა და მედიის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრაზე საუბრისას აცხადებს. როგორც დოლიძე სოციალურ ქსელში განმარტავს, გიორგი კვირიკაშვილს ხელოვნება ძალიან უყვარს და კარგი იქნებოდა, მისთვის ამ კუთხითაც დაესვათ კითხვები.  

 

„არცერთი! რითი ცხოვრობთ, მხოლოდ იმით, რასაც უღიმღამოდ ეკითხებოდა ზოგიერთი თქვენგანი? გიორგი კვირიკაშვილს უყვარს ხელოვნება, როგორც ვიცი, მაგრამ არცერთი თქვენგანი თეატრში არ მინახავს და რა უნდა გეკითხათ? არა მარტო თეატრში, არსად... კულტურაში მხოლოდ სკანდალები გაინტერესებთ!" - წერს ქეთი დოლიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner