logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ნახავთ, კალაძე-ტყემალაძის ტანდემი რამხელა სიკეთეს მოუტანს თბილისს
- +

23 ოქტომბერი. 2017. 17:09


 

ოპოზიცია თვლის, რომ  მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა და ასე მიიღო გამარჯვება. ოპოზიციის ამ განცხადებას ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადება პროვოკაციაა, არ შეესაბამება სიმართლეს და არჩევნები ობიექტურად ჩატარდა.

 

 

„საკრებულოში, მაგალითად გიორგი ტყემალაძე მეოთხედ არის არჩეული და მასზე კრიტიკული აზრი არასდროს მომისმენია, იმდენად დელიკატური პიროვნებაა და ამავდროულად კარგად იცნობს თბილისს.

 

ნახავთ, კალაძე-ტყემალაძის ტანდემი რამხელა სიკეთეს მოუტანს თბილისს. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის თავდადებული პატრიოტები. თბილისელები ვიგრძნობთ, რომ მოვიდნენ ხელმძღვანელები, რომლებიც განიცდიან იმ პრობლემებს, რაც აქვს თბილისს", - განაცხადა გოგი თოფაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner