logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: საარჩევნო პროცესში კოორდინატორთა ჩართულობა მხოლოდ დადებით მხარეზე მიუთითებს
- +

23 ოქტომბერი. 2017. 18:40



სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში კოორდინატორთა ინსტიტუტთან დაკავშირებით ისაუბრა. ბიგვავას თქმით, არჩევნებში კოორდინატორთა ჩართულობა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის არა უარყოფით, არამედ დადებით მხარეზე მიუთითებს.

 

„კოორდინატორები წინა ხელისუფლების დროს უფრო იყვნენ და ასჯერ უფრო აქტიურები და აგრესიულები. კოორდინატორთა ჩართულობა საარჩევნო პროცესში უარყოფით მხარეზე არ მიუთითებს. კოორდინაცია იგივე მართვაა, ასე რომ, თუ პოლიტიკურ ძალას ამის უნარი შესწევს, ეს მხოლოდ დადებით მხარეზე მიუთითებს. ვისაც მეტი კოორდინაციის ძალა აქვს, მეტი ფინანსური რესურსი ექნება.

 

წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს კოორდინატორებისგან ასეთი ზემოქმედება ამომრჩეველზე არ მინახავს", - განაცხადა ბიგვავამ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner