logo_geo
eng_logo
ჟურნალისტების და საზოგადოების კომენტარები მაია ასათიანის ისტერიულად სკანდალურ შოუზე
- +

16 აპრილი. 2016. 11:20


გთავაზობთ საზოგადოების კომენტარებს მაია ასათიანისპროფილთან" დაკავშირებით! რას წერენ თავად ასათიანის კოლეგა ჟურნალისტები?



ეკა სეხნიაშვილი:

ჩვენ ქვეყანა ვართ თუ ასათიანის ფსიქიატრიული??



თეა თუთბერიძე:

გვარს ასე ვინმე ამართლებდეს, პირველად ვნახე.



ნიკოლოზ მჟავანაძე:

გადაცემა „პროფილში" მოწვეული ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე) გახლავთ ფსიქიკურად შეურაცხადი პიროვნება, რასაც გვაუწყებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1978 წლის 27 ივლისის სხდომის ოქმი: „ფსიქიკური ავადმყოფობის გამო, ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან".

ეს კარგად იცოდა მაია ასათიანმა და შეგნებულად მოიწვია გადაცემაში, რათა მოეხდინა როგორც სასულიერო პირის იმიჯის, ასევე ეკლესიის დისკრედიტაცია.



ბესო მახარაშვილი:

რესპონდენტებო, ნუ ანერვიულებთ მაია ასათიანს, თორემ ერთხელაც იქნება თავზე ხელს აიღებს და დაგარტყამთ ან ნერვიული შეტევით მას დაარტყამს გული... ბოლო დროს ძაან საშიში გახდა ეს ქალი. გაეშვით, ნუ ეკამათებით HELP her plz... სადღაც მესმის მისი. რაც მაყურებელმა აგრესია აფრქვია და დასცინა წლების მანძილზე, ახლა თვითონ გახდა მაყურებლის მიმართ აგრესიული და ცინიკური. ასე თუ გააგრძლა, მგონი თავად ასათიანს განკვეთავენ ჟურნალისტიკიდან არაადეკვატური და შეურაცხადი ქმედების გამო.



ნანა გაგუა:

საძაგლად მოიქცა ამ საღამოს „საყოველთაოდ" ცნობადი ჟურნალისტი მაია ასათიანი.

მოიწვია გადაცემაში მოხუცი, ავადმყოფი, ყოფილი მღვდელმსახური და რასაც ჰქვია, არ დაინდო!!!... საბრალო მოხუცი, აშკარად ცუდადმყოფი, ჟურნალისტმა, თავისი ჭკუით, „კედელთან მიიმწყვდია" (სტალინის „ხატზე" ლოცულობთო?!) და სანანებლად გაუხადა სნეულ მოხუცს გადაცემაში მისვლა. საპატრიარქომ ამავე გადაცემის მსვლელობისას დაადასტურა, რომ ეს მოხუცი და სნეული, ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე ყოფილი მღვდელმსახური მართლაც რომ არის ავად!!!! დიდი ხანია შეჩერებული აქვს მსახურება, ღრმად მოხუციცაა და საერთოდ.... ცუდადაა! სამაგიეროდ „ცნობადმა" ჟურნალისტმა (რომელსაც, აქვე დავძენ, რომ გულის წასვლამდე არ უხდებოდა ვიწრო ჯინსი და ხარხარამდე სასაცილოდ გამოიყურებოდა) ისარგებლა ამ ყველაფრით: ერთი მოხუცის უსუსურობა „ცეცხლოვან შოუდ" აქცია და გაქაფული დარბოდა სტუდიაში ქუსლების პაკა-პუკით. ხელების შლაზე და ფეხთა დგომაზე აღარაფერს დავწერ, მეზარება....

იაფფასიანი ტრიუკები მოუძველდა „ცნობადს". ჯინსი მაინც შეირჩიოს სხვა, ან თავისი სარგო, „კარანდაშასავით" რომ არ გამოიყურებოდეს, თორემ ცალკე მოხუცის ცოდვით დავიწვი და ცალკე მისი განზე გამდგარი ფეხების მზერით... მოხუც სტუმართან ქცევა და სტუდიაში თავდაჭერა თუ არ იცის, იმას მაინც უნდა გრძნობდეს, რომ ვიწრო და შემოტკვარცული ჯინსი მხოლოდ შხვართ და უნაკლო ტან-ფეხს რომ უხდება! კი უნდა იცოდეს ეს „ცნობადმა" ჟურნალისტმა - დიდი გოგოა უკვე! და თუ არც ეს არ იცის, უჩურჩულოს ყურში „პროძიუსერმა". ცოდოა!



ნინო ხაჩიძე

როდესაც ტერმინების, „ხეიბრის", „დაუნის" გამოყენება საზოგადოების სავსებით სამართლიან რისხვას იწვევს, სნეული მოხუცის დაცინვას შოუ რატომ ჰქვია?! ეს არ არის ადამიანის შეურაცხყოფა და მისი უფლების დარღვევა?! თუ, ვისაც სტალინი უყვარს, დაე, საღ ჭკუაზეც არ იყოს, ადამიანი არ არის და არც უფლებები აქვს?! ზემონახსენები საზოგადოება დუმილის უფლებას იყენებს?!



გელა ზედელაშვილი:

კითხვა-პასუხებისა და საქციელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ შოუში ყველაზე ავად მაია ასათიანია...

 

 

ლალი შონია:

სულ წყობიდან გამოსული არ ხარ... თუ ვერ გრძნობ,ექიმს მიმართე დროზე... რა დღეში ხარ... ვინმე არ გყავს კეთილისმსურველი, რომ გირჩიოს და გიპატრონის... შეიცვლება დრო... ყოველთვის არ იქნება „თავისუფლება", ყველაფრის უფლება... მერე რას აპირებ... ვწუხვარ..

ახალგაზრდა გოგო ხარ... ასეთი არ იყავი თავიდან... რამ შეგცვალა ასე... ფულმა? ალბათ... ფულმა...






 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner