logo_geo
eng_logo
სტამბოლის მერის შემდეგ თანამდებობას ანკარის მერიც ტოვებს
- +

23 ოქტომბერი. 2017. 22:38



ანკარის მერი და თურქეთის მმართველი პარტიის წევრი მელიქ გიოქჩექი თანამდებობას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება ანკარის მერმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Sabah-ი ავრცელებს.


გიოქჩექის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ანკარის საქალაქო საბჭო ამ შაბათს შეიკრიბება, რომელზეც გადადგომის შესახებ განცხადებას ოფიციალურად დააყენებს.


მელიქ გიოქჩექი ანკარის მერი 1994 წელს გახდა და მას შემდეგ ამ თანამდებობაზე ოთხჯერ აირჩიეს.


22 სექტემბერს თანამდებობა დატოვა სტამბოლის მერმა კადირ ტოპბაშმაც.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner