logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ეს არ არის ამომრჩევლის პატივისცემა...
- +

23 ოქტომბერი. 2017. 22:41


 

„მინდა ჩემს ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. 57% ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომ შევუდგე საქმეს გაორმაგებული ენერგიით, რათა მათი მდგომარეობა გახდეს უკეთესი", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა palitranews-ის ეთერში განაცხადა. შაქარაშვილის განცხადებით ოპოზიციური პარტიების განცხადება, რომ ისინი მეორე ტურში არ მიიღებენ მონაწილეობას ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა.


„მინდა საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ეს იყო კიდევ ერთი წარმატებული ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის. დემოკრატიის შენების გზაზე ეს ტესტი კიდევ ერთხელ ჩავაბარეთ. სასიამოვნო იქნებოდა ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციული ნაბიჯებით დაეწყოთ არჩევნების შემდეგ მოქმედება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ეს არ არის ამომრჩევლის პატივისცემა. მათ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დაუჭირა მხარი და, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერებისა თუ პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, პატივი უნდა სცე ამომრჩეველს", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner