საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ძალიან მაგარი ფოტოა!
მამას ზურგს უმაგრებს! აი, ამისთვის ღირს ცხოვრება!
ბევრ ჩვენგანს, ვინც პოლიტიკაში ვართ (ვიყავით) გამოგვიცდია ასეთი წუთები, როდესაც ურთულეს მომენტში თვალებში ჩახედავ შენ შვილებს და გადაწყვეტილებას იღებ!
კახი კალაძეს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ, მომავლის გზაზე, არასოდეს ეღალატოს იმ იმედებისთვის, რომელსაც თავისი შვილების თვალებში ამოიკითხავს!" - წერს ხოფერია.