„სამწუხაროა გარკვეული ნიჰილიზმი მოსახლეობაში. ჩემს საარჩევნო კამპანიის დროს რამდენიმე შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან. მინდა, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით იყვნენ ჩართულები თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. საერთოდ თვითმმართველობის თეორიული ჭეშმარიტება სწორედ ეს არის - ხალხის მაქსიმალური ჩართვა მართველობით პროცესში", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა palitranews-ის ეთერში განაცხადა.
„დღეს რეალურად ხელისუფლება მზად არის, რომ ხალხი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული და მათი გამიჯვნა არ ხდებოდეს. დღეს თავისუფალი არჩევნების პრაქტიკას „ქართული ოცნება" ქმნის. მოყოლებული 2012 წლიდან, ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი არჩევნები. მსურს ხალხთან ახლოს ვიყო, ეს არის ჩემი ფუნქცია და მოვალეობა", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.