logo_geo
eng_logo
FIFA-მ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა
- +

24 ოქტომბერი. 2017. 01:43



FIFA-მ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა. პორტუგალიელმა შემტევმა კონკურენტებს, ნეიმარსა და ლიონელ მესის აჯობა.


ზინედინ ზიდანი 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელია. ლონდონში, FIFA-ს გალა დაჯილდოვებაზე "რეალის" თავკაცმა ყველას აჯობა. ფრანგის კონკურენტები "ჩელსის" დამრიგებელი ანტონიო კონტე და "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყვნენ.


მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გახდა. FIFA -ს გალა დაჯილდოვებაზე 39 წლის იტალიელმა მეკარემ საუკეთესოს ჯილდოსთვის მანუელ ნოიერსა და კეილორ ნავასს აჯობა


ფიფა-ს ვერსიით, 2017 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები გამოვლინდა. წლის საუკეთესო თერთმეტეულში "რეალის" ფეხბურთელთა დომინირება აღინიშნა. "სამეფო კლუბი" წლის სიმბოლურში ხუთი წევრითაა წარმოდგენილი.


FIFA-ს რჩეული გუნდი:


მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია)


მცველები: დანი ალვეში (პსჟ, ბრაზილია), სერხიო რამოსი ("რეალი", ესპანეთი), ლეონარდო ბონუჩი ("მილანი", იტალია), მარსელო ("რეალი", ბრაზილია)


ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი ("რეალი", ხორვატია), ტონი კროოსი ("რეალი", გერმანია), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი)


თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა), ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", პორტუგალია).



დაჯილდოების ცერემონია პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner