ავტორი ნინი ჩოქური
მსახიობმა კაბა კილაძემ „რეპორტიორთან" საუბარში თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე შეაფასა და მას ამ გზაზე წარმატებები უსურვა.
„რაც პოლიტიკაში შემოვიდა კახი, აქტიურად ვადევნებ თვალს მის მოღვაწეობას და დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი მის მიმართ. სიმართლე გითხრათ, მოლოდინი მქონდა, რომ ოდესმე მერობის კანდიდატად წარდგებოდა და ძალიან კარგია, ასე რომ მოხდა.
კახი პროგრესული ადამიანია ყველა სფეროში, ფეხბურთი იყო ეს თუ პოლიტიკა, მან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ამიტომ ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ კახი კარგი მერი იქნება.
თბილისმა ნამდვილად აირჩია კახი! თვითონ ის ფაქტი, რომ მან 51, 11 %-ით მოიგო არჩევნები, ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნების" კანდიდატს, არამედ თვითონ კახი კალაძეს მისცა ხმა. დარწმუნებული ვარ, რომ კახი ამას ძალიან კარგად ხვდება და კარგად გაითავისებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას თბილისმა დააკისრა. მინდა, ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო მას ამ გზაზე, და გააკეთოს თბილისისთვის ის, რაც თბილისს ეკადრება, რადგან ამას ხალხი დაუფასებს", - განაცხადა ჯაბა კილაძემ.