ავტორი ნინი ჩოქური
„შემოთავაზებული კანდიდატებიდან კალაძე საუკეთესო იყო", - ამ სიტყვებით აფასებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან" საუბარში თბილისის ახალარჩეულ მერს კახა კალაძეს.
აქვე კაკაბაძემ თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მოღვაწეობა შეაფასა.
„კახი უნარიანი ადამიანია, მახსოვს, როგორი შემოვიდა ის პოლიტიკაში ყველანაირი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე და მალე ძალიან ბევრ გამოცდილ პოლიტიკოსს გაუსწრო. აქედან გამომდინარე, მას აქვს შესაძლებლობა, იყოს კარგი მერი. რამდენად მოახერხებს ამას, მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ის, რომ მას ამის უნარი გააჩნია, ნათლად ჩანს.
რაც შეეხება დავით ნარმანიას, მე მასში ვხედავდი პატიოსან ადამიანს, მაგრამ მას ჰქონდა ერთი ნაკლი, ის ვერ ახერხებდა იმის „გაპიარებას", რასაც აკეთებდა. ამით მისი მოწინააღმდეგეები სარგებლობდნენ და უკეთებდნენ „ანტიპიარს", რომელიც კარგად გამოსდიოდათ. მან არ იცოდა პიარის გაკეთება, რასაც კალაძეზე ვერ ვიტყვით, რადგან მას ეს კარგად გამოსდის", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.