logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: გაქცეულ ადამიანებს მამებს, ცოლებს უუპატიურებდნენ, რომ უკან ჩამოეყვანათ
- +

16 აპრილი. 2016. 11:27


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს მისთვის ბევრი რამ იყო მისაღები და მოსაწონი, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო სისტემა. თუმცა, მისი თქმით, 2007 წლიდან ქვეყანაში ცხოვრება კოშმარი გახდა:


„ბევრი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. გარბოდნენ ადამიანები და მამებს, ცოლებს უუპატიურებდნენ, რომ უკან ჩამოეყვანათ. „სკაიპით" ქონების მინდობილობას აკეთებინებდნენ. არის ეს სინამდვილე და ესეც არ უნდა დავფაროთ, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მეტი აქცენტის გაკეთება აღარ აინტერესებს ხალხს. ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner