ავტორი ნინი ჩოქური
ფოლკლორისტმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გია ბაღაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე შეაფასა.
„ვფიქრობ, რომ კახის, კარგი გაგებით, ბევრი ამბიციური გეგმა აქვს. მის მიზანდასახულებას დამატებული გუნდური მუშაობის გამოცდილება, რომელიც მან თავისი სპორტული და პოლიტიკური კარიერის მანძილზე მიიღო, ვფიქრობ, საკმარისია საიმისოდ, რომ თბილისის ღირსეული მერობა შეძლოს.
ქალაქმა ხელშესახები შედეგი უნდა იგრძნოს. ამ ყველაფრის რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ხალხმა დიდი ნდობა გამოუცხადა კახის. ის, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვა, ამის დასტურია. შესაბამისად, ამ ნდობას გამართლება სჭირდება. ვფიქრობ, კახი ხალხის ნდობის გასამართლებლად მოტივირებულიც არის და საამისოდ ყველანაირი რესურსიც გააჩნია, ამიტომ პირადად მე, კახის მიმართ დადებითი მოლოდინი მაქვს", - განაცხადა გია ბაღაშვილმა.