logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: კახი რასაც დაჰპირდა საზოგადოებას - გააკეთებს!
- +

24 ოქტომბერი. 2017. 02:58

 

 

„თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კახა კალაძეს დაუკავშირა ის სურვილები და მოლოდინები, რაც დედაქალაქთან დაკავშირებით აქვს და გადაწყვიტა, რომ სწორედ კახა კალაძე უნდა იყოს თბილისის მერი", - ამ განცხადებით ეხმაურება კახა კალაძის  გამარჯვებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია, „რეპორტიორთან" საუბარში.


აქვე ქანთარიამ თბილისის ყოფილ მერზე დავით ნარმანიაზე ისაუბრა.

 

 

 

 

 

„კალაძეს არ ჰყავდა რეალური კონკურენტი და ეს გამოიკვეთა კიდეც არჩევნებზე, რადგან მან დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება პირველივე ტურში. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია და ვფიქრობ, კახა მზად არის ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. ვთვლი, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ დავინახავთ, როგორი აქტიურობით დაიწყებს ის მოღვაწეობას ქალაქის საკეთილდღეოდ.

 

დავით ნარმანიამ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა ქალაქისთვის. მას ურთულეს ვითარებაში მოუწია ამ თანამდებობის დაკავება,  არ ჰქონდა პოლიტიკური ბიოგრაფია მანამდე, მაგრამ ის არის წესიერი, პროფესიონალი ადამიანი, რომელიც დაუღალავად შრომობდა ქალაქის კეთილდღეობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა მისი მერობის პერიოდში, რისი გაკეთებაც მან ვერ მოასწრო, კახის აქვს პროგრამაში და რასაც დაჰპირდა ის საზოგადოებას, ვფიქრობ, რომ შეძლებს და  თანმიმდევრულად გააკეთებს.

 

ამავდროულად მნიშვნელოვანი ფაქტი გამოიკვეთა, მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი გავიდა, რაც ფაქტიურად საზოგადოების მხრიდან ნიშნავს პროტესტს იმ პარტიების მიმართ, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი ანუ ხალხი მათ არ ენდობა და დროა, ამ პარტიებმა გადახედონ თავიანთ მოღვაწეობას", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner