რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 5%-ს აკონტროლებენ.
„დღეს „ისლამური სახელმწიფო" სირიის ტერიტორიის 5%-ს აკონტროლებს. რუსეთის საჰაერო ძალების მიერ „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 70%-ზე მეტს შეადგენდა.
ორი წლის განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალებმა ტერორისტების 948 საწვრთნელი ბანაკი, ტყვია-წამლის წარმოების 666 ქარხანა და სამხედრო ტექნიკის ათასზე მეტი ერთეული გაანადგურეს. 998 ქალაქი და დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული. „ბოევიკების" დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია. სირიაში მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენის პროცესია დაწყებული", - განაცხადა სერგეი შოიგუმ.