ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სკოლებს რეაბილიტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩაუტარებს. შენობები სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა და ზარალი შეისწავლა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, პირველად სარეაბილიტაციო სამუშაოები რომელ სკოლაში ჩატარდება.
ქუთაისში 16 ოქტომბერს სტიქიის გამო პრობლემები შეექმნა მე-14, 24-ე, 32-ე და 35-ე სკოლებს.