logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: სააკაშვილს მაიმუნობის გამოცდილება ნამდვილად აქვს და…
- +

24 ოქტომბერი. 2017. 14:19



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ნაციონალების პოლიტიკურ კრახზე საუბრობს. რას მოიმოქმედებს მომავალში სააკაშვილი და ემუქრება თუ არა მას მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება, ამ თემას ყანდიაშვილი ეხმაურება.


„სააკაშვილს მაიმუნობის გამოცდილება ნამდვილად აქვს და დღეს ამით ირთობს თავს, მაგრამ დამიჯერეთ, არაფერი გამოუვა, გინახავთ სადმე, ბოროტებას გაემარჯვოს?!  მისი პიკი ოდესის გუბერნატორობა იყო და იქიდანაც გამოაპანღურეს. ადრე თუ გვიან სააკაშვილი აუცილებლად აღმოჩნდება ქართული მართლმსაჯულების  წინაშე. ეს გარდაუვალია. ამ ხელისუფლებას ზუსტად მაგაში არ ვეთანხმები, რომ ეს ნაძირალა დღემდე აქეთ-იქით დაეთრევა და ციხეში არ ზის!

 

აუცილებელია, ჩვენმა სპეცსამსახურებმა შეიმუშაონ ოპერაცია, დაიჭირონ, ჩამოათრიონ და პასუხი აგებინონ ჩადენილი დანაშაულებისთვის!" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner