logo_geo
eng_logo
ქსენია სობჩაკი: ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა!
- +

24 ოქტომბერი. 2017. 15:20


რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს.


„საერთაშორისო სამართლით, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა. წერტილი. დანარჩენზე ვისაუბროთ", - განაცხადა სობჩაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, ყირიმში დიდი რაოდენობით ცხოვრობს რუსი ხალხი, რომლებსაც ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთება სურთ, მაგრამ ეს 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევაა.

 

„ვსაუბრობ როგორც ქალი და არა როგორც პოლიტიკოსი, ახლა რუსეთისა და უკრაინისთვის უმთავრესია მეგობრობის აღდგენა", - აცხადებს სობჩაკი.


რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner