logo_geo
eng_logo
სტეფან ფეარი: საქართველო ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
- +

24 ოქტომბერი. 2017. 16:21


„საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, რომელიც რაიმე განსხვავებულის, მაგრამ უსაფრთხოს ძიებაშია. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დაბალი გადასახადები, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და ხალხის სტუმართმოყვარეობა", - ამის შესახებ  ბრიტანული კომპანია „ფეარ ჯგუფის" ხელმძღვანელმა სტეფან ფეარმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მანსონ-ჰაუსში  გამართულ შეხვედრაში.


სტეფან ფეარმა ხაზი გაუსვა საქართველოს პოტენციალს ტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის კუთხით. ბიზნესმენმა საქართველო მოიხსენია, როგორც ისტორიულად ღვინის წარმოების აკვანი და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქართული ღვინო უფრო ძველია, ვიდრე სხვა ყველა ღვინო მსოფლიოში. მან ასევე ისაუბრა საქართველოში სასტუმროების განვითარების კუთხით არსებულ მზარდ  პოტენციალზე.

 

„ჩემს ბიზნესს გააჩნია კვლევითი განყოფილება, რომელიც აანალიზებს და თვალყურს ადევნებს საერთაშორისო ტენდენციებს, რათა აღმოაჩინოს, თუ სად იქნება შემდეგი საინვესტიციო კერა. საქართველო განაგრძობდა სიის სათავის დაკავებას, რამაც მე მიბიძგა ქვეყანაში გამგზავრებისა და მისი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ", - აღნიშნა „ფეარ ჯგუფის" ხელმძღვანელმა.


მან მოუწოდა ინვესტორებს, ესტუმრონ საქართველოს, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად საინტერესო ადგილს წარმოადგენს,  კარგად მიიწევს წინ და გააჩნია მეტი წინსვლის პოტენციალი.


მანსონ-ჰაუსში  ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner