„კეთილი რჩევა შალვა ნათელაშვილს", - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ა) შალვა, შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობს, სასაცილოა.
ბ) არასდროს გამიცია შენთვის პასუხი, მამაჩემის პატივისცემის გამო, რომელიც ახლოს გიცნობდა, მაგრამ ყველა ზღვარს გადააბიჯე. ახლა იცოდე, არც ერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ.
გ) პოლიტიკა არაა ცირკი, სადაც შენ ჟონგლიორობ 20 წელია. პოლიტიკა პროცესია, ბრძოლაა, სტრატეგია და ტაქტიკაა, რაც შენ მხოლოდ ბრიფინგი და ცირკი გგონია. შენი შექმნილი ერთი პოლიტიკური პროცესი გამახსენე, ძალიან დამავალებ, მაგრამ ჟონგლიორებს მხოლოდ ბავშვების გართობა შეუძლიათ და არა სერიოზული პოლიტიკის წარმოება.
ე) ჩემი აზრით, ყველა პარტიის ლიდერი უნდა გადიოდეს ფსიქიატრიულ შემოწმებას. განსაკუთრებით, არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში.
ვ) დამშვიდდი, შალვა, და მიხვდი, რომ ამდენი ბოდვა მავნებელია ხორცისთვისაც და სულისთვისაც", - წერს ირმა ინაშვილი.