logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი თბილისისა და მისი ახალარჩეული მერის შესახებ
- +

24 ოქტომბერი. 2017. 18:46



ცნობილ ჟურნალისტს პაატა ნაცვლიშვილს 65 წელი შეუსრულდა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროის საქართველოში იუბილეების აღნიშვნა „მოდიდან გადავიდა", „ასავალ-დასავალმა" გადაწყვიტა, დაებეჭდა ინტერვიუ იუბილართან.

 

„მაგრამ, მან, თუმცა, გულწრფელი მადლობა გადაგვიხადა, ჩვენი წინადადება შორს დაიჭირა და საიუბილეო ინტერვიუს ნაცვლად თავისი ვრცელი ნარკვევი შემოგვთავაზა, რომელზე მუშაობაც ამ დღეებში დასრულდება და რომლის ბეჭდვასაც მომავალი ნომრიდან ვიწყებთ", - წერს „ასავალ-დასავალი".


ნარკვევი შეეხება თბილისსა და მის ადგილს საქართველოსა თუ მსოფლიოში, ქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა უკვე დედაქალაქის ახალ მერს და მის გუნდს მოუწევს. პაატა ნაცვლიშვილი თბილისელია, თბილისის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი განათლება, თბილისში გამომავალ არაერთ გამოცემას რედაქტორობდა, თბილისში დაიბეჭდა თითქმის ყველა მისი წიგნი და დღეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორია. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა, წლების განმავლობაში მუშაობდა შორეული ნაოსნობის მატროსად და თვეობით უცხოვრია უცხოეთში, იგი თბილისელად დარჩა და ყველაფერი რაც თბილისს, მის წარსულ, აწმყოსა თუ მომავალ შეეხება, მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. პაატა ნაცვლიშვილის მასშტაბურობა, ფართო თვალსაწიერი, ღრმა ერუდიცია, საფუძვლიანი ანალიზის უნარი და მაღალი ჟურნალისტური ოსტატობა გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მკითხველს უაღრესად საინტერესო ტექსტთან შეხვედრა ელის.


„ასავალ-დასავალის" რედაქცია ულოცავს პაატა ნაცვლიშვილს თბილისისა და საქართველოს სიყვარულში კიდევ ერთი წლით „დაბერებას" და უსურვებს კვლავაც ახალგაზრდული შემართებით ახალ-ახალი ევერესტების დაპყრობას!" - წერს გამოცემა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner