რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის 2015 წელს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, რატიფიცირების შედეგად შესაძლებელი იქნება საზღვრის საერთაშორისო ფორმალიზება და მისი დემარკაციის დაწყება.
სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, შეიქმნება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთობლივი კომისია, რომელიც დემარკაციის საკითხზე იმუშავებს.
ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 2015 წლის 18 თებერვალს მოაწერეს ხელი.