ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თუ არსებობს რაიმე ლოგიკა, რომ ხელისუფლებას რამეში ჭირდებოდა მშვიდობიანად დასრულებული არჩევნების შემდგომ მანქანის დაწვა ნუ დამიმალავთ... რეალურად ესეთი ლოგიკა არ არსებობს, ისევე როგორც არც ბატონ თამაზს არ მატებს არაფერს საკუთარი მხარდამჭერის მანქანის დაწვა ასევე არც მანქანის მეპატრონეს ყოფილ პოლიტპატიმარ რამაზ ღვალაძეს ეს არაფერში არ ჭირდებოდა... არა და ფაქტია მანქანა დაწვეს! ვფიქრობ ყველანაირი „ლოგიკური" დასკვნები დისტანციურად ალოგიკურია, ვანდალიზმის ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეს ბრალად გარდა ვანდალიზმისა ქვეყანაში არეულობის მცდელობისათვისაც უნდა წარედგინოს ბრალი", - წერს თოფურია.