logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი კიევში, პარლამენტის წინ გაშლილ „კარვების ქალაქში“ ცხოვრებას გეგმავს
- +

24 ოქტომბერი. 2017. 20:59


 

„მე გადავწყვიტე, რომ პარლამენტის წინ, მომიტინგეებთან გადავინაცვლებ და „კარვების ქალაქში" ვიცხოვრებ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.


„ინტერფაქს-უკრაინა"-ს ცნობით, სააკაშვილმა აღნიშნული განცხადება, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი თქვა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. ამის შესახებ კიევში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ ისაუბრა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner