ავტორი ნინი ჩოქური
აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორთან" თბილისის ახლადარჩეულ მერზე, კახა კალაძეზე ისაუბრა:
„კახი კალაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მის შესახებ რამდენიმე დეტალი იყო ჩემთვის ცნობილი, პირველი, ფეხბურთელი დემეტრაძე, როდესაც დააპატიმრა სააკაშვილმა, თუ ვინმე წინ აღუდგა ამ ფაქტს და სიმართლე თქვა, ეს იყო კახი კალაძე. ის პირდაპირ დაეჯახა მიხეილ სააკაშვილს. კიდევ ერთი, კახა კალაძემ და მისმა რამდენიმე მეგობარმა ალმოდებული მანქანიდან სამი ბავშვი გამოიყვანეს და გადაარჩინეს, ეს არის გმირობა, ამის გამო პატივს ვცემ მას. ხმა კახა კალაძეს მივეცი და იმედი მაქვს, ხალხის იმედებს გაამართლებს", - განაცხადა ჯაველიძემ.
აქვე ჯაველიძემ მერობის სხვა კანდიდატებიც შეაფასა:
„დანარჩენი, მერობის კანდიდატებიდან არცერთი არ მინდოდა რომ გამხდარიყო ქალაქის მერი, რადგან ქალაქის მერობა ძალიან რთული საქმეა. მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება, არის პრინციპული და შეუპოვარი.
ელისაშვილი, რომ მეორე ადგილზე გავიდა, იმ ხალხის გამკვირვებია ვინც ხმა მისცა, რადგან ელისაშვილი არასდროს ყოფილა პრინციპული, იწყებდა კამათს და შუა გზაში ტოვებდა. ელისაშვილი თავის დროზე ერთ-ერთი ცრუ მოწმე იყო „კავკასიის" ეთერში დაპატიმრებული მართლმადიდებლობის დამცველი ბიჭების საქმეში.
რაც შეეხება უდუმაშვილს, ის იყო მიშას ერთგული ლეკვი და მის ერთგულ ლეკვად დარჩა", - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.