logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რაც შეიძლება მეტი „პანორამა თბილისი“ გვჭირდება!
- +

24 ოქტომბერი. 2017. 22:12


 

„რაც შეიძლება მეტი „პანორამა თბილისი" გვჭირდება. მეტი ასეთი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაა ქალაქში საჭირო, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პრობლემა, ყველამ ვიცით, რომ ახალი სამუშაო ადგილებია", - ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა. კალაძემ „პანორამა თბილისის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება ქმნის სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მშენებლობის დასრულების შემდეგ. ზუსტად ამას ეწინააღმდეგებიან ოპონენტები, სხვას არაფერს. იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ქალაქისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, ქვეყნის წინსვლისთვის და ამიტომ იყო ეს წინააღმდეგობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ხელს შევუწყოთ ბიზნესს და ყველა ადამიანს, ვინც თითო აგურს დადებს ქალაქის განვითარებაში და ქვეყნის კეთილდღეობაში," - აცხადებს კახა კალაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner