logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ვფიქრობ, მერიის ახალი გუნდი ამას გაითვალისწინებს
- +

24 ოქტომბერი. 2017. 22:19


 

„მოსახლეობა ენდობა კახის და იმიტომაც გაიმარჯვა", - ამ სიტყვებით აფასებს თბილისის ახლად არჩეულ მერს კახა კალაძეს  კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

 

ოქიტაშვილმა აქვე მოქმედ მერი დავით ნარმანიაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მერიის ახალი გუნდი ნარმანიას გუნდის შეცდომებზე ისწავლის.

 

 

„მოლოდინი მაქვს, რომ კახის რაც საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა,  აუცილებლად შეასრულებს. ვფიქრობ, მისი მერობის პერიოდში სწრაფად მოხდება იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც თბილისს აწუხებს და მინდა, წარმატება ვუსურვო კახის ახალ საქმეში.

 

რაც შეეხება დავით ნარმანიას, მისი მერობის დროს ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მას ჰყავდა სუსტი პიარი და ის, რაც კეთდებოდა, მოსახლეობამდე არ მიდიოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა მისულიყო. ვფიქრობ, მერიის ახალი გუნდი ამას გაითვალისწინებს და იმავე შეცდომას არ დაუშვებს",- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner