logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ იყოს ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ინოვაცია
- +

24 ოქტომბერი. 2017. 22:32


ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა ნაკლები ბიუროკრატია იყოს.

 

„სისწრაფე და სწორი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნაკლები ბიუროკრატია იყოს, მეტი ინოვაცია, მეტი ტექნოლოგიები, მეტი თანამედროვეობა. უნდა ვიყოთ ორიენტირებული ადამიანზე და ადამიანის კეთილდღეობაზე. მომდევნო წლების განმავლობაში, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მუნიციპალურ სერვისებს. მინდა ძალიან ბევრი სიახლე შემოვიტანოთ და ბევრი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო ლამაზი, უფრო კეთილმოწყობილი და ეკოლოგიურად სუფთა. ქალაქში უნდა იყოს განახლებული ტრანსპორტი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა",- აღნიშნა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner