ავტორი ნინი ჩოქური
როგორი მერი იქნება კახა კალაძე, როგორია საზოგადოების მოლოდინი და რა მემკვიდრეობა ხვდება მას დავით ნარმანიასგან - ამ საკითხებთან დაკავშირებით „რეპორტიორთთან" პოეტმა დავით მაღრაძემ ისაუბრა.
„განახლება ყველაფერს სჭირდება, ვფიქრობ, რომ კალაძე ქმედითი მერი იქნება, რადგან ნიჭიერი ადამიანია და გამარჯვებებით სავსე ბიოგრაფია აქვს. როდესაც ის იყო მერობის კანდიდატი, მე მას საჯაროდ დავუჭირე მხარი. მინდა მივულოცო გამარჯვება და ვუსურვო ახალ-ახალი გამარჯვებები უკვე როგორც დედაქალაქის მერს.
რაც შეეხება დავით ნარმანიას, ჩვენი საზოგადოების ნაწილს წესიერება სისუსტედ მიაჩნია, აქედან გამომდინარე, დავით ნარმანიას წესიერებას სისუსტე დაარქვეს. სინამდვილეში, ეს კაცი არის ქმედითი ადამიანი და ბევრი კარგი რამ გააკეთა. ნარმანიას დახვდა ელიტარული კორუფცია და გახრწნილება. კალაძეს კი დახვდა საძირკველჩაყრილი გენგეგმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნარმანიამდე არცერთ მერს არ უნდოდა გენგეგმის გაკეთება, რადგან ქაოსურ სიტუაციაში ადვილია კორუფცია, გენგეგმა კი ამას ართულებს", - განაცხადა დავით მაღრაძემ.