თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ ყველა ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს.
„ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სიკეთე უნდა ამ ქალაქისთვის, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროექტი ქალაქთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენი კარი იქნება ღია. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად გამჭირვალეები ამ პროცესში და ყველა ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში. შეიძლება ეს იყოს ალეკო, შეიძლება ეს იყოს ჩემი ყოფილი ოპონენტი. ვინც რაიმე ღირებულს წარმოადგენს, ექნება კარგი ხედვა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის", -განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მერიის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.