ავტორი ნინი ჩოქური
პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორთან" საუბარში თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე შეაფასა.
„კალაძე შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთიდან და ბიზნესიდან მოვიდა პოლიტიკაში და ბოლო ხუთი წლის მანძილზე ის იყო არა მხოლოდ მინისტრი, არამედ პარტიის გენერალური მდივანიც, აქედან გამომდინარე, აქვს გარკვეული გამოცდილება. კახი ბუნებით ლიდერია. ვფიქრობ, მისთვის თბილისის მერობა პოლიტიკური კარიერის გარდამავალი ეტაპია.
კალაძე თბილისის მერობის პერიოდში იქნება ძალიან აქტიური, მას ეყოლება როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ასევე მის წინაშე იქნება ის პრობლემები, რომლებმაც თავი მოიყარა ქალაქში და ეს პრობლემები არ შემოიფარგლება იმ პრობლემებით, რასაც ყველა კანდიდატი აანონსებდა, რადგან მათ მიერ დაანონსებულ პროექტებში მხოლოდ მიწის ზედა ნაწილზე იყო საუბარი, მაგრამ არსებობს კიდევ მეორე - მიწისქვეშა თბილისი. აქედან გამომდინარე, კახას ექნება ძალიან დიდი გამოწვევები, ამიტომ დაკვირვებული, მაგრამ ჩქარი მოქმედება მართებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.