ავტორი ნინი ჩოქური
ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" საუბარში, თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე შეაფასა. არეშიძის განცხადებით, კალაძეს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ იყოს კარგი მერი.
„კახა არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური ამბიციები და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი წინასაარჩევნო დანაპირები შეასრულოს. რამდენად გამოუვა და მისცემს გარემოებები ამის საშუალებას, ეს სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ის მაქსიმალურად მოინდომებს და კარგი მერი იქნება, რადგან მას ხელს უწყობს შემდეგი გარემოება - ის არის პარტიის გენერალური მდივანი, რაც უკვე ნიშნავს, რომ ბევრად უფრო დამოუკიდებელი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი მერი", - განაცხადა არეშიძემ.