logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: თბილისელები ძალიან მალე იხილავენ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს
- +

25 ოქტომბერი. 2017. 00:15


 

 „კალაძე ჩამოყალიბდა ბრენდად, რომელთანაც მხოლოდ წარმატებებია ასოცირებული",- ამ სიტყვებით შეაფასა „რეპორტიორთან" საუბარში, „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე.

 

„კახი კალაძეს ვიცნობ ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც სპორტულ კარიერას იწყებდა თბილისის „დინამოში". მინდა აღვნიშნო, რომ სადაც მას წარმატებისთვის მიუღწევია, ყველგან დიდი შრომა აქვს ჩადებული.

 

როდესაც კახი მივიდა თბილისის „დინამოში", უთხრეს, რომ მისგან ფეხბურთელი არ დადგებოდა; შემდეგ, როდესაც კიევის „დინამოში" გადავიდა, უთხრეს, რომ ის ვერ გაუძლებდა დატვირთვას; როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ამბობდნენ, რომ ის ვერაფერს გააკეთებდა. მის მიმართ ყოველთვის იყვნენ სკეპტიკურად განწყობილნი, თუმცა,  კახი ყოველთვის ახერხებდა საპირისპიროს დამტკიცებას.

 

დარწმუნებული ვარ, რომ კახი კალაძე საუკეთესო მერი იქნება, რადგან მას დიდი გეგმები აქვს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თბილისელები ძალიან მალე იხილავენ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც ხმა მისცეს კახი კალაძეს.

 

კახი არის ის პიროვნება, რომელიც მერის პოსტზე გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც ქალაქის სწრაფ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. კახიმ იცის თბილისის პრობლემები და ის იქნება ადამიანი, რომელიც სწრაფად და ხარისხიანად განახორციელებს დაგეგმილ პროექტებს, ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ სადაც კალაძეა, იქ არის წარმატება", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner