ავტორი ნინი ჩოქური
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორთან" საუბარში თბილისის ახალარჩეულ მერს კახა კალაძეს და მოქმედ მერს დავით ნარმანიას აფასებს.
„ვფიქრობ, ქალაქის მდგომარეობა ისევ მძიმეა, მაგრამ ეს არ არის დავით ნარმანიას მიერ დამძიმებული, უბრალოდ, ის სიმძიმე, რაც ნარმანიას დახვდა, მოხსნილი არ არის. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ქაოტურ მშენებლობებს, რომელთა თაობაზეც ხელშეკრულები წინა ხელისუფლების დროს დაიდო. ეს პრობლემა როგორ მოგვარდება, რთული სათქმელია.
რაც შეეხება კახი კალაძეს, მეც, როგორც ბევრ ანალიტიკოსს, მაქვს მოლოდინი, რომ კახი აქტიური მერი იქნება, რადგან ის პოლიტიკურად ამბიციურია და მგონი, შეძლებს, დაანახოს მოსახლეობას, რომ ამ პრობლემებზე გამარჯვებას შეძლებს. მას გამარჯვება უყვარს და ამის უნარიც აქვს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.