logo_geo
eng_logo
მცირეწლოვნები შს მინისტრის პირადმა დაცვამ გადაარჩინა - ემოციური კადრები ავტოკატასტროფის ადგილიდან!
- +

25 ოქტომბერი. 2017. 01:23


სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც გომბორის გზაზე ორი დღის წინ მომხდარი ავტოკატასტროფაა ასახული. ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ გადმოჰყავთ მანქანიდან უცნობ პირებს ავარიის შედეგად გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვები. 


"ექსპრესინფოსთვის" ცნობილი გახდა, რომ დაშავებულები ავტომობილიდან შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვის წევრებმა გადმოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარებაც გაუწიეს. შედეგად, შს მინისტრის დაცვის წევრებმა - კახი კამლაძემ, ნოდარ მჭედლიშვილმა და ავთო წაქაძემ ავარიის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირის გადარჩენა მოახერხეს. 


მკითხველს შევახსენებ, რომ გომბორის გზაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს 16 ოქტომბერს შეეჯახა. ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად 51 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე 30 წლის ქალი კი, რომელიც ხუთი თვის ორსული გახლდათ, საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.


BMW-ს მარკის ავტომობილში მცირეწლოვანებთან ერთად სულ ცხრა ადამიანი, Ford--ის მარკის ავტომობილში კი მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.


მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით.  


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner