საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მომიტინგეებთან ერთ-ერთ კარავში დაბინავდა. საამისოდ უკვე მოიმარაგა თბილი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები. მისი თქმით, კარავში ელოდება „სამოქალაქო პოზიციის" ლიდერს ანატოლი გრიცენკოს და ლვოვის მერს - ანდრეი სადოვს, რათა განიხილონ მომავალი გეგმა. როგორც უკვე იცით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა პოლიტიკურ თავშესაფარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ის გააძევონ უკრაინიდან.
სააკაშვილმა ტელევიზიით უკვე მიმართა უკრაინელებს, რომ გაძევების შემთხვევაში დაიცვან და არ დაუშვან უკანონობა.