logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს...
- +

25 ოქტომბერი. 2017. 02:28


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს ლარის გაუფასურების თაობაზე მოსახლეობისათვის განცხადება გააკეთოს და განმარტოს, თუ რატომ მოხდა ორ დღეში ლარის კურსის 4 პუნქტით გაუარესება. ამის შესახებ კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


„ეროვნული ბანკი მყისიერად უნდა განმარტავდეს რასთან გვაქვს საქმე ლარის ესეთი ნახტომისებური გაუფასურების დროს, მათ შორის შემდგომი პანიკის თავიდან აცილების მიზნით - ეს მისი მოვალეობაა მოსახლეობის წინაშე და სწორედ ეროვნული ბანკი, როგორც რეგულატორი, პასუხისმგებელია ლარის კურსის ასეთ ნახტომისებურ ვარდნის პრევენციასა და მის სწრაფ სტაბილიზაციაზე.

 

ადამიანებისათვის ლარის სწორედ ესეთი ნახტომისებური ცვლილებებია ძალიან მტკივნეული და მათ აქვთ უფლება იცოდნენ რა არის ამის მიზეზი თითოეულ შემთხვევაში.

 

მესმის, რომ არის და უნდა იყოს მცურავი კურსი. მაგრამ ეროვნული ბანკი მოკლევადიან რყევასთან დაკავშირებით ვალდებულია ჩაერიოს და განმარტება გააკეთოს თუ რა ხდება. მოსახლეობას შეიძლება შეექმნას იმდაგვარი განცდა, რომ არჩევნები დამთავრდა და ლარი უფასურდება", - განაცხადა კობერიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner