logo_geo
eng_logo
100 ათას ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემის შემთხვევაში, ბანკებს 1000 ლარით დააჯარიმებენ
- +

25 ოქტომბერი. 2017. 03:31


იმ შემთხვევაში, თუ ბანკები და სხვა ორგანიზაციები ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხს ლარის გარდა სხვა ვალუტაში გასცემენ, ისინი ფინანსურად დაჯარიმდებიან. მთავრობის მიერ, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მსგავსი ქმედებისთვის სანქცია 1000 ლარი იქნება.


ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აისახება. ინიციატივის მთავარ მიზეზად საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევა და მომხმარებელთა ინტერესების შელახვა სახელდება.


კანონპროექტის განხილვას კომიტეტები უახლოეს დღეებში დაიწყებენ. საკითხი პირველი მოსმენით სავარაუდოდ ნოემბრის სესიაზე გავა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner