24 ოქტომბერს ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის მზია ნახუცრიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
გამოიფინა ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული 100-მდე ნამუშევარი - ნატურმორტი, კომპოზიცია, პორტრეტი.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ბავშვთა აღზრდის სახლში.
გამოფენა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.