logo_geo
eng_logo
ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში მზია ნახუცრიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა
- +

25 ოქტომბერი. 2017. 12:11



24 ოქტომბერს ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის მზია ნახუცრიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.


გამოიფინა ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული 100-მდე ნამუშევარი - ნატურმორტი, კომპოზიცია, პორტრეტი.


საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ბავშვთა აღზრდის სახლში.


გამოფენა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner