„აუდიტორია 115"-ის სტუდენტების აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სწავლის პროცესი შეფერხდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, დღეს დილით ლექციების ჩატარება ვერ მოახერხა.
„10:00 საათზე ლექცია მქონდა და როცა მოვედი, კარი უკვე ჩაკეტილი დამხვდა. ჩვენ ისეთი სპეციფიკური ლექცია გვქონდა, რომლის ტექნიკაც შენობაშია, აქედან გამომდინარე ვერ მოვახერხეთ ლექციის ჩატარება. სტუდენტთა მოთხოვნებს ვიზიარებთ, მაგრამ პროტესტის ფორმა არ მომწონს. ვფიქრობ, რომ აქციების გამართვა სწავლის პარალელურადაც შეიძლება", - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.