„29 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კვლავ ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „ივერიასთან", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვაჩვენოთ ბოკერიებს, რამდენ კაცს არ მიუცია მათთვის ხმა - თბილისში! ვაჩვენოთ, რამდენს არ ენატრება უგულავა-ბაქრაძე და ყველა ის უბედურება, რასაც ეს ხალხი აკეთებდა. გამოვიღვიძოთ! მივხვდეთ, რომ ბოკერიების გაცოცხლება ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. დავიწყოთ ამ ტყუილის, ამ ფარსის, ამ აბსურდის, ამ მარაზმის მხილება!" - წერს ირმა ინაშვილი.