გთავაზობთ, ამონარიდს დეილ კარნეგის წიგნიდან „როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება":
1. გონება დატვირთეთ აზრებით სიმშვიდეზე, სიმამაცეზე, ჯანმრთელობასა და იმედზე. ჩვენი ცხოვრება ხომ ისაა, რასაც მასზე ვფიქრობთ;
2. ნურასოდეს შეეცდებით თქვენს მტრებთან ანგარიშის გასწორებას, რამეთუ ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ. ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გიყვართ.
3. იმის მაგივრად, რომ უმადურობის გამო განიცადოთ, მისთვის მზად იყავით. გახსოვდეთ, რომ იესომ ერთ დღეში ათი კეთროვანი განკურნა და მხოლოდ ერთმა გადაუხადა მადლობა. რატომ ელოდებით უფრო მეტ მადლიერებას, ვიდრე იესომ მიიღო? - გახსოვდეთ, რომ ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხია არა მადლიერების მოლოდინი, არამედ მადლის ქმნა მისგან მიღებული სიხარულის გამო. - გახსოვდეთ, რომ მადლიერება ხასიათის ისეთი ნიშანია, რომელიც აღზრდის შედეგია, ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები მადლიერები იყვნენ, ასწავლეთ მათ ეს.
4. აღრიცხეთ თქვენი წარმატებები და არა თქვენი უსიამოვნებები!
5. ნუ მიბაძავთ სხვებს. იპოვეთ საკუთარი თავი, შური ხომ უცოდინრობაა, მიბაძვა კი, თვითმკვლელობა.
6. როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ.
7. დაივიწყეთ საკუთარი უსიამოვნებები. ეცადეთ, სხვებს მიანიჭოთ მცირეოდენი ბედნიერება. სხვისთვის სიკეთის კეთებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეხმარებით.